ტეკილა მზადდება აგავასაგან. მექსიკაში ამ მცენარის უამრავი სახეობა ხარობს. ქვეყანაში სპეციალური პროფესიაც კი არსებობს სახელწოდებით ''ხიმადორი''-ადამიანი, რომლესაც მოჰყავს და ამუშავებს აგავას.
სასმელის დაყენება 5 დღეს გრძელდება. მიღებული სითხე სწორედ ის პულკეა, რომელსაც პექსიკელები ესპანელებამდე მიირთმევდნენ.
დამუშავების ბოლო ეტაპზე ხდება წვენის დისტილაცია. მას სპეციალურ დანადგარში, ალამბიკესში ასხამენ. სითხე 80 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება. დამუშავებული სასმელის გრადუსი 55-მდეა, თუმცა შემდეგ მასში წყლის გაზავებით, ის 40-38 გრადუსამდე დაიყვანება.
ტეკილა ორნაირია. ერთი რომელიც 100%-ით აგავასაგან შედგება, და მეორე «მიქსტო», სადაც აგავა 51%-ია. ხოლო დანარჩენ შემადგენლობას სხვა დანამატები ავსებს. მექსიკელთა უმეტესობა სასმლის მეორე ვარიანტს ტეკილად არც კი განიხილავს. თუ ბოთლის ეტიკეტს არ აწერია 100% აგავა, ნაკლებსავარაუდოა, რომ მათ ის სასმელი მიირთვან.



No comments:
Post a Comment