Thursday, October 27, 2016

რომი

რომი — ძლიერი სპირტიანი სასმელი, რომელიც შაქრის ლერწმის საკმაოდ რთული გზით გადამუშავების შედეგად მიიღება. არსებობს რომის რამდენიმე სახეობა. ღია ფერის რომს, ანუ უფერო, ოქროსფერი და მუქი რომი თუკი თეთრი რომის ყიდვა გსურთ, ეტიკეტზე ამ სიტყვებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა ეწეროს: white / light / silver / blanca / blanc და ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თეთრებში ჩემპიონი ბაკარდის კომპანიაა. იგი არც ისე არომატულია, ძირითადად კოქტეილებში გამოიყენება და დაძველების შემდეგ ფილტრავენ, რათა ფერი გამოაცალონ
ოქროს რომსაც სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სახელი აწერია (golden / oro / amber / paille). ამ კატეგორიის რომს დაახლოებით ორ წელიწადს აძველებენ, არ ფილტრავენ (რითაც იგი ოქროსფერს ინარჩუნებს), კიდევ უფრო ეფექტურ ფერს კი კარამელის დამატებით მიიღებენ.
მუქი – dark / black / negro ძალიან არომატული, სხეულიანი და ზეთოვანი რომია, რომელსაც გაჭვარტლულ მუხის კასრებში ინახავენ სამი და მეტი წლის მანძილზე.

No comments:

Post a Comment