Friday, October 28, 2016

ვისკი


chivas-დამზადების ადგილი:შოტლანდია
ვისკი, , ეს არის მაგარი სპირტიანი სასმელი, რომელიც ნატურალური მარცვლეულის, წყლისა და საფუარისგან მზადდება. სასმელი მუხის ან ალუბლის კასრში ინახება. მისმა ძლიერებამ და არომატების ფართო პალიტრამ ბევრი ქვეყანა დაიპყრო, შედეგად, გაჩნდა ვისკის უამრავი ნაციონალური ვარიაცია, ისეთი, როგორიცაა - ამერიკული ბურბონი, კანადური ვისკი, იაპონური ან ავსტრალიური ნიმუშები და ა.შ.


 JAMESON-დამზადების ადგილი:შოტლანდია
შოტლანდიაში ვისკის ჭვავისგან ამზადებენ და მას სკოჩს ეძახიან. არსებობს "სკოჩის" სამი სახეობა: blend, pure malt და single malt. კლასიკური შოტლანდიური ვისკია single malt. Pure malt წარმოადგენს სხვადასხვა სორტის single malt-ის ნარევს, რომელიც ღვინის სხვადასხვა ქარხანაშია დამზადებული. Pure mail-ს სხვაგვარად Vatted malt-საც უწოდებენ. Blend ეს შერეული ვისკია.
ირლანდიური ვისკი შოტლანდიურისგან არამხოლოდ წარმოების პროცესით, არამედ სიტყვა ვისკის წერის თავისებური მანერით გამოირჩევა. ირლანდიელები წერენ Whiskey-ს და არა Whisky-ს. იგი არანაკლებ 3 წლის განმავლობაში უნდა იდგეს კასრში, რომელშიც ადრე ბურბონი ან ჰერესი ესხა. უფრო ხშირად დაძველების პროცესი 5, ზოგჯერ კი 12 წელს გრძელდება

ალკოჰოლის შემცველობა : 40% 
დამზადების ადგილი : შოტლანდია




ამერიკული ვისკი ამერიკაში შოტლანდიიდან და ირლანდიიდან გადასახლებულთა წყალობით გაჩნდა. სახელწოდებად ამერიკელებმა ვისკის ირლანდიური დაწერილობა Whiskey შეარჩიეს. წარმოების დროს, პოპულარული სასმელის ამერიკულ ვერსიაში მოხარშული სიმინდი და თავთავები გამოიყენება. ვისკის ინახავენ გამომწვარ კასრში, რაც მას მოტკბო გემოსა და ლამაზ, ოქროსფერს აძლევს.
























JOHNNIE WALKER RED 40%




მოცულობა : 0.75 ლ 

ალკოჰოლის შემცველობა : 40% 

დამზადების ადგილი : შოტლანდია

Thursday, October 27, 2016

ჯინი




























ჯინი — მაგარი სპირტიანი სასმელი, რომლის მისაღებად რექტიფიცირებულ ან ნედლ ჭვავის სპირტს ხდიან ღვიის მშრალ ნაყოფთან ერთად. ჯინს უმატებენ სუნელ-სანელებლებს (მაგალითად, ფორთოხლის ქერქს.)გავრცელებულია, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდ ბრიტანეთში და ნიდერლანდებში.





































დამზადების ადგილი : დიდი ბრიტანეთი
ალკოჰოლის შემცველობა : 47% 
TANQUERAYალკოჰოლის შემცველობა : 4774% 

დამზადების ადგილი : დიდი ბრიტანეთი 
HENDRICKS 

ტეკილა


 აგავას მცენარე როგორც წესი 7 დან 12 წლამდე უნდა იზრდებოდეს, რომ ტეკილას დასამზადებლად მისი გამოყენება შეიძლებოდეს.
ტეკილა მზადდება აგავასაგან. მექსიკაში ამ მცენარის უამრავი სახეობა ხარობს. ქვეყანაში სპეციალური პროფესიაც კი არსებობს სახელწოდებით ''ხიმადორი''-ადამიანი, რომლესაც მოჰყავს და ამუშავებს აგავას.
ექსკლუზიური სასმელი არა მკვიდრი მოსახლეების- მაიას ტომის, არამედ ესპანელების გამოგონილია, რომლებმაც მექსიკაში მისი დამზადების ტექნოლოგიაც ჩაიტანეს. იქამდე მექსიკელები მხოლოდ აგავას წვენს-პულკეს მიირთმევდნენ.
სასმელის დაყენება 5 დღეს გრძელდება. მიღებული სითხე სწორედ ის პულკეა, რომელსაც პექსიკელები ესპანელებამდე მიირთმევდნენ.
დამუშავების ბოლო ეტაპზე ხდება წვენის დისტილაცია.  მას სპეციალურ დანადგარში, ალამბიკესში ასხამენ. სითხე 80 გრადუს ცელსიუსამდე  ცხელდება. დამუშავებული სასმელის გრადუსი 55-მდეა, თუმცა შემდეგ მასში წყლის გაზავებით, ის 40-38 გრადუსამდე დაიყვანება.
ტეკილა ორნაირია. ერთი რომელიც 100%-ით აგავასაგან შედგება, და მეორე  «მიქსტო», სადაც აგავა 51%-ია. ხოლო დანარჩენ შემადგენლობას სხვა დანამატები ავსებს. მექსიკელთა უმეტესობა სასმლის მეორე ვარიანტს ტეკილად არც კი განიხილავს. თუ ბოთლის ეტიკეტს არ აწერია 100% აგავა, ნაკლებსავარაუდოა, რომ მათ ის სასმელი მიირთვან.

რომი

რომი — ძლიერი სპირტიანი სასმელი, რომელიც შაქრის ლერწმის საკმაოდ რთული გზით გადამუშავების შედეგად მიიღება. არსებობს რომის რამდენიმე სახეობა. ღია ფერის რომს, ანუ უფერო, ოქროსფერი და მუქი რომი თუკი თეთრი რომის ყიდვა გსურთ, ეტიკეტზე ამ სიტყვებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა ეწეროს: white / light / silver / blanca / blanc და ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თეთრებში ჩემპიონი ბაკარდის კომპანიაა. იგი არც ისე არომატულია, ძირითადად კოქტეილებში გამოიყენება და დაძველების შემდეგ ფილტრავენ, რათა ფერი გამოაცალონ
ოქროს რომსაც სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სახელი აწერია (golden / oro / amber / paille). ამ კატეგორიის რომს დაახლოებით ორ წელიწადს აძველებენ, არ ფილტრავენ (რითაც იგი ოქროსფერს ინარჩუნებს), კიდევ უფრო ეფექტურ ფერს კი კარამელის დამატებით მიიღებენ.
მუქი – dark / black / negro ძალიან არომატული, სხეულიანი და ზეთოვანი რომია, რომელსაც გაჭვარტლულ მუხის კასრებში ინახავენ სამი და მეტი წლის მანძილზე.